ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებს და ევროპარლამენტარ მაიკ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა:
“წყენა აქვთ გულში როგორც ჩანს და მასე გამოხატავენ. ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპარლამენტზე ვიძახი და ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი მერე რაც წავიდა. ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებაში, ახლა როცა უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, რომ იქნებ დაჯდეთ ერთად და ისე მიხედოთ, დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან, უკრაინის გარდა არავის მიღება უნდოდათ, ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე ჩვენებმა თუ იმათმა.
ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას.”
კომენტარები