“გურიის მოამბე” ადგილობრივებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ოზურგეთის მერის წარმომადგენელს მელექედურის ტერიტორიულ ორგანოში, საკუთარ კაბინეტში ტელევიზორი მოპარეს.
შსს-ს ცნობით, სოფელში პოლიცია იმყოფება და ოპერატიული საძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.
კომენტარები