ჰეპატოლოგი, “ლინბახტის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის” მრჩეველი, ჯაბა ზარქუა:
პაციენტებო და კოლეგებო, ასევე “ფსევდოკოლეგებო”, მინდა საჯაროდაც მოგმართოთ:
როცა ეჭვი გაქვთ ნაწლავების ანთებით დაავადებებზე (კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), ძალიან გთხოვთ იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ოდნავ მაინც თუ არ გეიმედებათ საკუთარი შესაძლებლობები, გადაამისამართოთ პაციენტი სხვა ექიმთან, არ “ტეხავს”!
ზოგადად, თამაში დაავადებებს არ უხდება, მაგრამ ამ დაავადებებს მით უფრო!
ისინი არიან ბუნებით ძალიან აგრესიულები! მათი დიაგნოსტიკა არის ძვირი, ჩახლართული და ლიმიტირებული (რამდენიმე კვლევა ან საერთოდ არ კეთდება საქართველოში ან ხარისხი იმდენად დაბალია რომ ვერ ვაკეთებ)! მათი მკურნალობის ოპციები არის მრავალფეროვანი და ლიმიტირებული (ახალი მედიკამენტების უმეტესობა ქართველი პაციენტებისთვის სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის სიძვირის გამო)! მათი მართვა არის უკიდურესად ლიმიტირებული (გასტროენტეროლოგიაში ლამისაა ცალკე სუბსპეციალობად ჩამოყალიბდეს IBD, ურთულეს მულტიდისციპლინურ მიდგომას ითხოვს და სპეციფიურ ცოდნას, ამ დაავადებების მკურნალი ექიმები კი ასე ზოგადად გასტრო-პრობლემებს არც მკურნალობენ განვითარებულ ქვეყნებში, მხოლოდ ამაზე არიან სპეციალიზებულები იმდენად რთული და კომპლექსურია, მეტიც – ერთ პაციენტს როგორც წესი 4-5 ექიმი მაინც უდგას ამ დროს, აქ კი ერთი ექსპერტიც არ ვართ ამ დარგში, თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით, ცხადია).
ჰოდა, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გამო (კიდევ მოკლედ ვთქვი, ფეისბუქია მაინც), როცა ექიმის ამდენ ობიექტურ ლიმიტაციას ზემოდან კიდევ ქაოტური სამედიცინო ისტორია ემატება, პრაქტიკულად უიარაღოდ რჩება და ეს ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია!
მთავარი ცოდნა არის იმის ზუსტად ცოდნა თუ რა არ იცი, ესაა ყველაზე ღირებული ცოდნა რისი შეძენაც ადამიანებს შეგვიძლია.
მიყვარხართ და გეაჯებით.”
კომენტარები