ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი წერს:
“ზეთი 20 ლარი ლიტრა
ყავა 100 ლარი კილო
პამიდორი 2 ლარი ბაზარში და 20 ლარი რესტორანში და თან 300გრამი
ახლა ვინც დაიწყებთ სრულ დემაგოგიას
ესოო საბაზრო ეკონომიკააო,
ხართ ნებით თუ უნებლიეთ სოციალისტური სსრკ-ს აპოლოგეტები
და რატომ
საბაზრო ეკონომიკა არ გესმით რაა.
დარეგულირებული ბაზარი გეშლებათ ,,საბაზრო ეკონომიკაში,,
უკანონობა გეშლებათ და იშლით საბაზრო ეკონომიკაში.
მონოპოლიზმის, ფასების გარიგებათა აკრძალვის და ბევრი სხვა ნაღდი საბაზრო ეკონომიკის კანონების არქონაზე ხუჭავთ თვალს.
ესაა ჰოლივუდის ფილმებით სუგერირებული კაპიტალიზმის იდეა, რომ ვითომდა ,,ბაზარი,, მყიდველი და გამყიდველია.
არაა ასე ეს და თავს ნუ დაიბნელებთ.
ბაზარს, კაპიტალისტურ და თავისუფალ ბაზარს ესაჭიროება კანონები და სახელმწიფო მეთვალყურეობა ამ კანონებზე
ეს მინიმუმ
და ესეც რომ იდეალურად იყოს ორგანიზებული,
ბაზარს ესაჭიროება არამარტო სახელმწიფო, არამედ სამომხმარებლო მეთვალყურეობა.
ეს ყველგანაა
აშშ და ევროპაშიც.
და ახლა კი ის დემაგოგიური, თვითდაბნელებადი და ზურგის ტვინის ფუნქციის დონეზე დაყვანილი ფეიკ არგუმენტაცია
,,თუ არ გინდა და ნუ იყიდი,,
დაფიქრდით ცოტა მაინც რა
კონკურენცია არაა და მოლაპარაკებაა ფასზე – სად გინდა იყიდო?
შემომტანი მონოპოლისტია და სად გინდა იყიდო?
პამიდორის მწარმოებელს არა აქვს საშუალება არც ფინანსური და არც ლოჯისტიკური რომ კახელმა და იმერელმა გლეხებმა ფასები თანაც შეათანხმონ და თანაც რამდენიმე დღე და კვირა გაუძლონ არ ვაჭრობას.
რესტორანს და სუპერმარკეტების ქსელს აქვს ეს საშუალება.
ამაზე გიფიქრიათ?
თუ იმაზე გიფიქრიათ, რომ პირველადი მოხმარების საქონელი არსებობს და პირდაპირ ხარ ვიღაც პარლამენტარის ბიზნესის ხახაში?
ყველაფერს აქვს მისი კანონი და წესი
სახელმწიფო კი ამას უნდა არეგულირებდეს და მეთვალყურეობდეს.”
კომენტარები