“ფორმულას” ცნობით, ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხეილ ჰოპერის განცხადებით, 2023 წლისთვის მოამზადებენ შეფასებას, როგორ ასრულებს საქართველო მისთვის გაწერილ 12 რეკომენდაციას. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ანაგრიში 2022 წლის დეკემბრისთვის უნდა მომზადებულიყო”
როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაწერილი პრიორიტეტები, 2023 წლისთვის. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს მისცემს, რათა სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე”,
მისივე განცხადებით, გადაწყვიტეს, რომ არ უნდა “დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა” დეპოლარიზაციის საკითხსა და რეფორმებზე სიღრმისეულად მუშაობისთვის.
კომენტარები