ირაკლი ხომასურიძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძისა და ამავე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის საქმეზე არის ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.
ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ირაკლი ხომასურიძეს თავდებში 205 ადამიანი დაუდგა, თუმცა მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად დაზარალებულების – დავით ბერძენიშვილისა და ხათუნა სამნიძის – პოზიციას. ისინი თანახმა იყვნენ, რომ ირაკლი ხომასურიძე გათავისუფლებულიყო.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიციამ ირაკლი ხომასურიძე ადგილზე დააკავა. მას პროკურატურამ ბრალდება წარედგუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით). ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.
საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით დაინიშნება.
კომენტარები