ლევან შენგელია:
“პოლიტიკური არითმეტიკა – ანუ ამისთანა სიჩლუნგე გაგონილა?!
(მეორე კლასის ამოცანა)
—————————————
ამ ხალხს ჰგონია, რომ თუ გიამ გუშინ ორი კაცი გალახა და დათომ დღეს გალახა ერთი კაცი, ესე იგი გია ორჯერ უფრო ცუდი ბიჭია ვიდრე დათო ( რადგან 2 ორჯერ მეტია 1-ზე)!
არადა, სინამდვილეში, დათო არანაკლებ ცუდი ბიჭია, იმიტომ რომ გიას საქციელიდან დასკვნა არ გამოიტანა და თვითონაც იგივე გაიმეორა!
მეორე სიჩლუნგე ისაა, რომ ჰგონიათ – თუ გიამ ორი კაცი გალახა და დათომ ერთი, ერთი გალახული ერთში გაიქვითება სულ ერთი გალახული დარჩებაო! ხოლო რადგან გაქვითვის შემდეგ დარჩენილი ერთი გალახული გიას გალახულია, დათო საერთოდ უდანაშაულოა და ანგელოზიაო!
არადა, სინამდვილეში, გიასგან გალახულ ორს დათოს გალახული ერთი დაემატა და სამი გახდა!
—-
მიხვდებიან?
არ მგონია!”
კომენტარები