საქართველოში ყველაზე გამოცდილი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ 24-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, 15-16-17 ივლისს, დაგეგმილია 70%-მდე ფასდაკლებები და სხვადასხვა აქტივოებები.
კომპანია მომხმარებლებს 60 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად, დაბადების დღის აღსანიშნავად კი 20 000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტზე „გორგიას“ ყველა ფილიალში საინტერესო ფასდაკლებები გავრცელდება.
გაგაცნობთ ფასდაკლებებს კატეგორიებისა და პროდუქციის მიხედვით:
• ბაღის სექციაში 70%-მდე ფასდაკლება
• ხელსაწყოებისა და შპალერის სექციაში 60%-მდე ფასდაკლება
• განათების, აბაზანისა და საღებავების სექციაში 50%-მდე ფასდაკლება
• ფილებსა და ტექნიკაზე 40%-მდე ფასდაკლება გავრცელდება
• ლამინატების სექციაში 35%-მდე ფასდაკლებას შეხვდებით
• გათბობის სექციაში 32%-მდე ფასდაკლება იქნება წარმოდგენილი
• სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთებზე კი ფასდაკლებები 30-60% ფარგლებში იქნება.
რაც მთავარია, ფასდაკლებებთან ერთად „გორგია“ გთავაზობთ უამრავ სახალისო აქტივობას, სიურპრიზსა და საჩუქარებს, რომლებსაც გია ჯაჯანიძე თავად გადასცემს მომხმარებლებს. სტუმრები დაესწრებიან დაბადების დღის ყველასათვის საყვარელ ნაწილს, ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიასაც.
კომენტარები