საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
?უკრაინის შეარაღებული ძალების წარმადგენელების განცხადებით ისინი ამაღამ დამპყრობლებს ვინიცას, ნიკოლაევისა და ხერსონის დაბომბვების გამო პასუხს აგებინებენ…
?ქალაქი ვინიცა ოკუპანტებმა 5 ერთეული Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს (მოქმედების რადიუსი 1500-2500 კმ) რომლის გაშვებაც მოხდა შავ ზღვაში დისლოცირებული წყალქვეშა გემიდან, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა 2 ფრთოსანი რაკეტის გადაჭერა/განეიტრალება, თუმცა 3 ფრთოსანი რაკეტა სამოქალაქო ინფრაატრუქტურას მოხვდა, დაღუპულთა რიცხვი 30 ადამიანს შეადგენს ბოლო ინფორმაციით, დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი ათეულობით მშვუდობიან მოქალაქეს შეადგენს…
?kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაჭერა/განიეტრალება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისათვის გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს ომის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით (რამდენიმე დღის წინ ოდესის მიმართულებაზე 3-დან სამივე კალიბრის ფრთოსანი რაკეტის განეიტრალება მოხდა) თუმცა ამ შემთხვევაში წყალქვეშა გემიდან გაშვებული Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების Start-ის დაფიქსირება ვერ მოხერხდა (წყალქვეშა ხომალდს სწორედ ეს უპირატესობა აქვს შეუძლია ფრთოსანი რაკეტა გაუშვას 50 მეტრის სიღრმიდან) გამომდინარე აქედან უკრიანის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა დროული რეაგირება ვერ მოახერხეს სამწუხაროდ, ასევე გავრცელებული ცნობით ვინიცაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს დივერსანტებს რომელბმაც მიაწოდეს ზუსტი კოორდინატები ოკუპანტებს…. ინფორმაცია ზუსტდება…
15 ივლისი ვინიცაში გლოვის დღეს გამოცხადდა…
?ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთი მეტრით არ ჰქონიათ წინსვლა(ამას ადასტურებს ბრიტანეთის დაზვერვაც) მათი არტილერია დონბასში ზაპოროჟიასა და ხერსონში დადუმდა, განცდილი კოლაფსის ფონზე რუსები მიდიან ყველაფერზე და პირდაპირი დამიზნებით ესვრიან საცხოვრებელ სახლებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათი მიზანია დათესონ შიში, პანიკა, მასობრივი ტერორი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ…
?პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გასამართლდეს, 40 ქვეყნის წარმომადგენლემა ჰააგაში ხელი მოაწერა გამოძიების დაწყებას რუსეთის მიერ უკრაინელი ერის გენოციდის მოწყობაში…
კომენტარები