უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, განაცხადა:
„თავდაპირველად მეგონა, რომ ჩვენს თავს მხოლოდ ფეხში ვესროლეთ, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ევროპულმა ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა სული ეხუთება.
სანქციები უკრაინას არ ეხმარება, თუმცა ცუდია ევროპის ეკონომიკისთვის და თუ ასე გაგრძელდება, ევროპულ ეკონომიკას მოსპობს. რასაც ახლა ვხედავთ, აუტანელია. სიმართლე უნდა ითქვას ბრიუსელში, როდესაც ლიდერები აღიარებენ, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს, რომ სანქციების პოლიტიკა ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდებს და ის უნდა შეიცვალოს“
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერის, ორბანის, რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან მეგობრობაზე არაერთი ადამიანი საუბრობს და მათ ერთმანეთსაც კი ადარებენ, მაგალითად, ცნობილმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალისტმა, ესეისტმა და ისტორიკოსმა ადამ მიხნიკმა, ჯერ კიდევ 2015 წელს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ ლექციაზე, განაცხადა:
“პუტინმა იცის, რომ რუსეთში უნდა შექმნას ერთგვარი შიშის ერთობა. იგი რუსეთს წარმოადგენს როგორც ერთგვარ ციხესიმაგრეს, რომელიც ყველა მხრიდან მტრებით არის გარშემორტყმული. ამასვე აკეთებს უნგრეთში პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც, მაგრამ ამ ორ ადამიანს შორის არის სხვაობა – ორბანი არის უნგრელი ხალხის უბედურება და პუტინი კი – მთელი მსოფლიოსი, მათ შორის ისეთი პატარა ქვეყნებისა, როგორიც საქართველო და პოლონეთია“
კომენტარები