„ქრონიკას“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განუცხადა:
„კონკრეტულ მოქმედებას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ესაა ჩემი შეფასება. საელჩომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, საელჩომ ბრძანოს ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ არის სანქცია, თუ არ არის სანქცია. ყოველ შემთხვევაში სპეკულაციებს წერტილი დაესმება. გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. თუ ეს სანქცია არ არის, ეყოთ გამბედაობა და თქვან, არ არის პრობლემა! სამწუხაროდ, საელჩო დუმს. ყოველ შემთხვევაში პასუხი ჩემს შეკითხვაზე ამ დროის განმავლობაში მე არ მომისმენია. ეს იწვევს რას? – მუდმივად გრძელდება ბულინგი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.
როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება არავის წაკითხული არ აქვს და საუბარია იმაზე, რატომ მივიღე გამამტყუნებელი ვერდიქტი, მათ შორის, რატომ გამოვიყენე საპატიმრო ღონისძიება სასჯელის სახით, ვფიქრობ, ეს მოსამართლის მიმართ არასწორ დროსა და ადგილას დასმული შეკითხვები იყო. ვფიქრობ, ჩემს პასუხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან მე ისეთი აღქმა დამრჩა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო“
კომენტარები