ევროკომისიამ უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსულ ოქროზე ემბარგოსა და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებას ითვალისწინებს.
გამოვდივართ შეთავაზებით, რომ გავამკაცროთ მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ 2023 წლის იანვრამდე. რუსეთმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
“ევროკავშირის სანქციები მკაცრი და ძლიერია. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას და დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის “დიდი შვიდეულის” წევრებთან. ამ ზომებთან ერთად ასევე საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა
აღნიშნული სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი ევროკომისიამ უნდა განიხილოს და შემდგომ, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცოს.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები