მეუფე შიოს ქადაგებას ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი
„მეუფე შენ გენაცვალოს ჩემი თავი! რა დამავიწყებს იმ ამბავს პატრიარქთან ჩვენს შეწყალებაზე მოსულ დედაჩემს, რომ უთახრი “ქრისტეს გამო იყოს ციხეში მადლიაო”…
– მოგვეცი მაგალითი იმისა თუ როგორ ვიყოთ?! შენი შემყურე დიდი შავი ჯიპი, ბევრი ბინა, ოქრო-ვერცხლი და ფუფუნება მინდება! მანახე შენი ცხოვრების წესით რა და როგორ ვაკეთო! შენი შემყურე ბანდ-ფორმირების მეთაურობა მინდება, შენი შემყურე ბიზნესის კეთება მინდება, შენი შემყურე ქრისტე აღარ მინდება!
– ადვილია არა ასე გადმოდგე ანბიონზე და მორალი გვიკითხო? დაგვმოძღვრო პოლიტიკურად… ბოლოს ფეხით ქალაქში როდის გაირე მეუფე? ბოლოს მათხოვარი როდის დააპურე მეუფე?!
– შენ ქრისტეს სახელით ვაჭრობ მეუფე, შენი შემოსავალი ღმერთის სახელზე ააწყე მეუფე!“
კომენტარები