წალენჯიხის ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ-დარბაზში ‘’არტ-ფესტივალი”-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ შექმნილი 150-ზე მეტი ნამუშევარი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა მიერ შექმნილი ქანდაკებები, ფერწერული ტილოები.
პროექტ ‘’არტ-ფესტივალში’’ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სამხატვრო წრის 9 აღსაზრდელი ღებულობდა მონაწილეობას (პედაგოგი მარინე კვარაცხელია), მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტი ,,არტ ფესტივალი” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში წალენჯიხელ მოსწავლეებთან ერთად სენაკის, აბაშისა და ზუგდიდის 150-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა.
მონაწილეებს მასტერკლასები თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა, მხატვრებმა და სტუდენტებმა ჩაუტარეს.
,არტ-ფესტივალი” მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში წალენჯიხაში სამხატვრო სკოლაც გაიხსნება.
საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მამუკა ცუცქირიძის თქმით, ნახატებისა და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა საოკუპაციო ხაზთანაც გაიმართება.
კომენტარები