2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღეში სრულდება, 22 ივლისს ბოლო გამოცდას აბიტურიენტები ტესტს სამოქალაქო განათლებაში დაწერენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს.
შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.
აბიტურიენტების საყურადღებოდ:
გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
კომენტარები