ჰოლივუდის მეგა– ვარსკვლავი, 56 წლის მსახიობი, ბრედ პიტი ბერლინში, ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის Bullet Train-ის პრემიერაზე უჩვეულო ფორმაში გამოცხადდა, მსახიობს არც მეტი არც ნაკლები, მუქი ყავისფერი პიჯაკი და ქვედაბოლო ეცვა.
ფილმი ბესთსელერი, Bullet Train ამავე სათაურის მქონე კოტარო ისაკას წიგნის მიხედვითაა გადაღებული და დაქირავებულ მკვლელზეა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მატარებელზე ცდილობს თავისი მისიის შესრულებას.
ბრედის ჩაცმულობა უცხოურმა მედიამ ბერლინში ტემპერატურის მკვეთრი მატებით ახსნა – თუ ბოლო დღეებში ევროპაში არსებულ ჰაერის მაღალ ტემპერატურას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ პიტის გადაწყვეტილება, კაბით გამოჩენილიყო პრემიერაზე, საკმაოდ ჭკვიანურია. – წერს უცხოური მედია.
კომენტარები