“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
„საჭიროა მკაფიო პასუხის გაცემა აშშ-ს საელჩოს მხრიდან. ეს უნდა იყოს ოფიციალური პასუხი. საკითხს ნათელი უნდა მოეფინოს – მისი მიჩქმალვა და გვერდით გადაწევა არ შეიძლება.
მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების და მის მიერ განხილული საქმის შინაარსობრივი მხარის მოთხოვნა არა თუ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ მთლიანად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლაა, რა ღირებულებებზეც აშშ-ი, ევროპული დემოკრატია დგას და რა ღირებულებებისკენ ჩვენ ურყევად მივდივართ.“
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თქვა რომ მას აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი – კევინ ბურკი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვდა, რომელიც იმით დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ. როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, ამის შემდეგ მას საელჩოს თანამშრომელმა აცნობა, რომ ამორიცხული იყო იმ ექვსი მოსამართლის სიიდან, რომლებიც აშშ-ში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ.
კომენტარები