დიდი ბრიტანეთის აწუკვე ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლო შეხვედრებს მართავს. ის დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილებს “ტერმინატორი 2”-დან არნოლდ შვარცნეგერის პოპულარული სიტყვებით დაემშვიდობა:
“მსურს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ასტა ლა ვისტა, ბეიბი.”
ბორის ჯონსონის ამ ფრაზას დარბაზში ხმაურიანი სიცილი და ოვაციები მოჰყვა. რის შემდეგაც დარბაზში მყოფებს სათითაოდ ხელი ჩამოართვა;
კომენტარები