დღეს რუსეთის სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით მსხვერპლი კვლავ დიდია, დაღუპულთა შორის 13 წლის მოზარდიცაა, გავრცელდა საზარელი და სულისშემძვრელი ფოტოკადრები – ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპული მოზარდის მამა შვილის ცხედართან ორი საათის განმავლობაში ლოცულობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოკლული შვილის ხელი ხელში ეჭირა.
კადრები უკრაინელმა ჟურნალისტმა გაავრცელა და დაწერა:
“ხარკოვში დაღუპული მოზარდის მამა ორ საათზე მეტ ხანს კითხულობდა ლოცვებს შვილის ცხედართან და მისი ხელი ეჭირა. ბოროტება უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორჯერ ძლიერი დაბრუნდება”,
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის დროს, 13 წლის ბიჭი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იმყოფებოდა და ის ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი 15 წლის და დაიჭრა. დაღუპულთა შორისაა ხანდაზმული წყვილიც.
კომენტარები