მედიცინაში მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა რომ თრომბი, ეს არის ორგანიზმში არსებული ერთგვარი ბომბი, რომელიც როდის ამოქმედდება არავინ იცის.
ასევე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ რომ ახალი კორონავირუსი თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის. ამავდროულად მის განვითარებაზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კვლევები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. თუმცა აშკარაა, რომ ეს რისკი კოვიდის მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია. თრომბის წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. რატომ წარმოიქმნება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში თრომბი და როგორ უნდა შევამციროთ ამასთან დაკავშირებული რისკი?
რატომ წარმოიქმნება COVID-19-ის შემთხვევაში თრომბთან დაკავშირებული პრობლემები?
ეს ბოლომდე გაურკვეველია, ექსპერტები განიხილავენ რამდენიმე ფაქტორს, რამაც შეიძლება კოვიდის მძიმე ფორმით განვითარების შემთხვევაში თრომბის წარმოქმნა ახსნას:
– დაზიანებულია ქსოვილი, რომლითაც სისხლძარღვების შიდა კედელია დაფარული, რაც სისხლის მიმოქცევას აფერხებს;
-სისხლძარღვები იკუმშება და სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რადგან ჰოსპიტალიზებული ადამიანი ცოტას მოძრაობს;
რაღაც მიზეზების გამო სისხლში ზოგიერთი კომპონენტის დონე იცვლება, რომელიც თრომბის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს.
„ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.
თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფერხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება.
ექიმების განმარტებით, თრომბოზის ორი დიდი ჯგუფი განიხილება: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია(პულმონურიემბოლია).
ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონურიემბოლია– სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.
არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას“, – განმარტებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
თითის გაჭრის შემთხვევაშიც, სისხლისკოაგულაცია(შედედება) ხდება, წარმოქმნილითრომბიჭრილობას პირს უკრავს და სისხლისდაკარგვისგანგვიცავს.
ამის მიუხედავად, სისხლძარღვებშიარსებულითრომბი, ადამიანსშესაძლოაჯანმრთელობის,ან სიცოცხლისფასადაცდაუჯდეს.
აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭიროზომების მიღება.
რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს და როგორ ავიცილოთ თავიდან, – ამ მნიშვნელოვან დეტალებზე სპეციალისტები საუბრობენ.
კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილის განმარტებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ორგანოშია პრობლემა.
„თუ კარდეოლოგიური კუთხით ვისაუბრებთ და ეს არის ინფარქტი, მისი პირველი კლასიკური ნიშანი ტკივილია. ყველაზე ხშირია ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის უკან, მოჭერის შეგრძნება, წვა, რაც სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
ტკივილი გულ-მკერდის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, როგორც მარცნივ, ისე მარჯვნივ. ხან ბეჭებში, ხელში, ზედა კიდურში, ყბებში, კბილებში, თავში გადაცემაც ახასიათებს. ამ ტკივილს ირადიაციას ვეძახით“, – განმარტავს ექიმი.
ამასთან, სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს სიმპტომები რომ არ გართულდეს, პაციენტმა უნდა დააკვირდეს აღნიშნულ სიმპტომებს და თუ ჩივილები განუვითარდა, ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ ეს შეიძლება გულთან იყოს დაკავშირებული.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია, პაციენტმა ეს მდგომარეობა უმნიშვნელოდ არ ჩათვალოს.
„რაც შეეხება, როგორდავიცვათ თავი ჩივილის განვითარებისგან: თუ ეს სტენოკარდიაა და კიბეზე ასვლისას, სიარულის დროს ქოშინი დაეწყო, პირველი, რაც უნდა გაკეთოს – უნდა გაჩერდეს, გულს მოსვენების საშუალება მისცეს, შესაძლოა, ჩივილი მოეხსნას, ხოლო თუ მშვიდ მდგომარეობაში გადასვლისას ჩივილი არ ჩერდება, ამ დროს სასწრაფოს გამოუძახოს“, – ამბობს ექიმი.
არსებობს თუ არა გამოკვლევები, რომლებიც პერიოდულად უნდა ჩავიტარო, თრომბის წარმოქმნა რომ არ გამომრჩეს?
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გამოკვლევები არ სებობს. თუმცა ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ეს არ არის ულტრაბგერითი გამოკვლევები და D დიმერის დონის შემოწმება. გამოკვლევების სრული ჩამონათვალი ინდივიდუალურ რისკებზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვეულებრივ რეკომენდებულია:
– ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ანალიზი ჩააბარეთ ლიპიდურ პროფილზე (ქოლესტერინის დონე) – კაცებმა 35, ქალებმა კი 45 წლიდან. ეს ხელს შეუწყობს ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას ან მის კონტროლს. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც დაბალი იქნება.
– გაიზომეთ არტერიული წნევა. სულ ცოტა, 5 წელიწადში ერთხელ მაინც.
– დააკვირდით თქვენი სხეულის მასის ინდექსს.
– შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე. ჯერჯერობით არ არსებობს საერთო მოსაზრება იმის შესახებ, რამდენად ხშირად და ვინ უნდა გაიკეთოს ეს. ამისათვის ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და შესაბამისად იმოქმედოთ. 40 წლის შემდეგ კი, ყოველ სამ წელიწადში შეიმოწმეთ.
და, რა თქმა უნდა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა, რომ არ მოწიოთ, იყოთ ფიზიკურად აქტიური და აკონტროლოთ კვების რაციონი, მათ შორის – მარილის შემცველობა.
კომენტარები