სწრაფი კვების ობიექტი “ენდორფინი”, წერს:
“ჩვენი მედიის დონე palitravideo.ge InterPressNews.ge
ნორნალური ადამიანი მართლა აღარ უნდა გაჩერდეს აქ!
ბოდიშს ვუხდით მათ ვისაც აქ გაჩერებას ვთხოვდით მაღალი ხელფასის სანაცვლოდ!
ვიღაც ფეიკი “ნინო ჯანჯგავა” ენდორფინის მენეჯერად გამოიყვანეს და სიუჟეტი ააგეს
არ ვიცი ასეთ მდაბიო ორღობის კომპანიას რომ უჩივლო იმადაც კი არ ღირს
დასკვნები თქვენ გააკეთეთ
სიუჟეტი ფეიკ ექაუნთებზე ააგეს, თუთქოს ჩვენი მენეჯერია რესპოდენტი და დაიჯერეს თან, არც მტკიცებულება არ დასჭირდათ, იმდენად პრიმიტიულები არიან რომ ამ
ფეიკების პოსტები სერიოზულად ჩათვალეს და სიუჟეტი გააკეთეს
მართლა სწორად გარბის ხალხი აქედან
ამ პრიმიტიულ მდაბიო კომპანიას რომ ამხელა რეიტინგი აქვს თქვენ წარმოიდგინეთ მართლა სად ვცხოვრობთ
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით მათ ვისაც აქ გაჩერებას ვთხოვდით მაღალი ხელფასის სანაცვლოდ
აქ ნორნალური ადამიანი ალბათ ამიტომ
არ ჩერდება !”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, “ენდორფინმა” წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ვერ პოულობს მცხობელებს, ასევე იგივე წერილში, აღნიშნავდა, რომ ევროპაში არც ისე კარგი პირობებია საცხოვრებლად.
მოგვიანებით, ანუკა დადუნაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, ამტკიდებდა, რომ იგი ენდორფინის ობიექტთან იყო გადაღებული და ვიდეოში ჩანს, როგორ მიძვრება თაგვი ობიექტზე.
მალევე, სოციალურ ქსელში, როგორც კომპანია ენდორფინი ამტკიცებს, ფეიკექაუნთებით გამოქვეყნდა პოსტი, რომ ეს თაგვი კი არა რობოტი მტვერსასრუტია, როგორც ჩანს, სწორედ ამ ფეიქექაუნთებს დაუკავშირდა რამდენიმე მედია.
გარდა ამისა, “ენდორფინი” წერს იმასაც, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მათ ობიექტებზე სურსათის უვნებლობა შევიდა და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი.
კომენტარები