ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“არ გეგონოთ რომ ქოცები რაღაც სპონტანურად გათამამდნენ და ამიტომ არის ერთდროული ფრონტი გახსნილი დეგნანის და ჰარცელის წინააღმდეგ.
სინამდვილეში ეს ძალიან კარგად გათვლილი და საერთაშორისოდ აპრობირებული პოლიტიკაა.
საერთოდ, “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, ძალიან ორგანიზებული ვეტიკალია. მათი არ დაფასება და ყველაფერზე იუმორით პასუხი დამღუპველია. სახელისუფლებო პარტია მუშაობს გათვლებით, ორგანიზებულად და დიდი რესურსებით.
რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში:
შეხედეთ რა როლი აქვთ დასავლეთის ელჩებს და როგორ იქცევიან ისინი ავტორიტარულ ქვეყნებში. არავითარი კრიტიკა, არავითარი დემოკრატიისკენ მოწოდება. უფრო მეტიც, თუ დიქტატორმა უბრძანა, მარათონზეც ირბენენ, თეატრში სპექტაკლსაც ითამაშებენ, მორიგი რამის გახსნაზე მივლენ ტაშის დასაკრავად და ა.შ.
ფიქტიურ არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასული საერთაშორისო ორგანიზაციები მათზე კრიტიკულ დასკვნებსაც არ წერენ.
რატომ? იმიტომ რომ ასეთ ქვეყნებზე ხელი აქვთ ჩაქნეული, დიქტატორი “სუვერენული დემოკრატიის” რეჟიმში მუშაობს. მცირე კრიტიკაზეც დიპლომატს გამოაცხადებენ პერსონა ნონ გრატად, დახურავენ წარმომადგენლობას და ქვეყანა გადავა სრულ იზოლაციაში. ამიტომ, ამ უიმედო ქვეყნებში დასავლეთი შანტაჟის ენას ემორჩილება საბაზისო კავშირების შესანარჩუნებლად.
რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს არის ეს: დასავლეთმა უნდა ჩაიქნიოს ხელი საქართველოში დემოკრატიაზე, მიგვიღოს როგორც მზარდი ავტორიტარიზმის ქვეყანა და დაყაბულდეს საბაზისო კავშირების შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ ყაველაშვილი უარესს დაწერს და ირაკლი კობახიძე უარესს იტყვის.
რუსეთი ამას უყურებს და გრძნობს პოლიტიკაში შემოსულ “ერთმორწმუნეობას”.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის შეცვლა. ტრაგედია.
ამ პოლიტიკის რუპორები და გამპრავებლები დღეს საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლიან სტუდენტებს უნივერსიტეტში.”
კომენტარები