შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩის მიმართ “ქართული ოცნების” წევრების თავდასხმებს ეხმაურება და ამბობს:
“მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე. საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული გასახსენებელია რომელიმე სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ის სამუშაო, რომელიც ელჩმა ჰარცელმა საქართველოში გასწია”
კომენტარები