საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა:
“რუსეთის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენს საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც.
დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა”.
კომენტარები