საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.
ის კურირებას გაუწევს სპორტისა და ახალგაზრდობის ასევე , საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტებს. ამასთან, ირაკლი გივიაშვილს ურთიერთობა ექნება საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან.
ირაკლი გივიაშვილი 2017-2022 წლებში, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. მისი უფლებამოსილების ვადა ელჩის პოზიციაზე მიმდინარე წლის ივლისში ამოიწურა. კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც სოსო გიორგაძემ საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კომენტარები