დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსი რიჩარდ მურის თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიას “ძალა ელევა“ და “მხოლოდ მცირე წინსვლას“ აღწევენ.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში მოქმედების რესურსები ამოეწურა და დაკარგა ევროპაში ჯაშუშობის უნარი მას შემდეგ, რაც 400-ზე მეტი რუსი დაზვერვის ოფიცერი გააძევეს ევროპის ქალაქებიდან და დააკავეს.
მურმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებში რუსებს არმიის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით მომარაგება უფრო და უფრო გაუჭირდებათ.
“მათ პაუზის აღება მოუწევთ, რაც უკრაინელებს კონტრ-იერიშის შესაძლებლობას მისცემს”. – განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა.
მურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.
კომენტარები