ექსპერტი ავით ქართველიშვილი ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს :
“შეიძლება აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო? არც აქამდე ვიტყუებოდი, მაგრამ, კი ბატონო – თავს ვიკავებდი რაღაც რაღაცეებზე. დავიღალე. ამის დრო აღარ არის, ამიტომ მომიტევეთ…
“საერთაშორისო პროექტმა”, რომლის ფილიალს საქართველოში ნაცმოძრაობა წარმოადგენს – ზუსტად “იყნოსა”, ზუსტად ხვდება, რომ საქართველოს დადებული აქვს ფსონი მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, აფხაზ და ოს ძმებთან ინტეგრაციაზე, ქვეყნის – რეგიონალურ-ფინანსურ, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ტურისტულ “ჰაბებად” გადაქცევაზე, სამხრეთ კავკასიაში – ერთ-ერთი ყველაზე მაგარ და მიმზიდველ ლიდერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე!
და ამ ყველაფერს, “საერთაშორისო პროექტი” აღიქვამს, როგორც საქართველოს “დაკარგვას”, აღიქვამს როგორც თავისი სატელიტის, ნაცმოძრაობის საბოლოო კრახს, აღიქვამს – როგორც რეგიონში საკუთარი მიზნების გარდაუვალ მარცხს. ამიტომ – ასეთი საქართველო მათ არ აწყობს. ასეთი საქართველო უნდა განადგურდეს. ასეთი საქართველოს მსოფლიო რუქებიდან გასაქრობად ესაჭიროება მისი “უკრაინიზაცია”, თავის კიდევ ერთ წარუმატებელ პროექტს-უკრაინას დღეს რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს – აი ამ გზაზე რომ გაგვიშვან, ეს უნდათ და აღარ მალავენ.
ამიტომ, მაპატიეთ არაპოლიტკორექტულობა და მათ ჩანაფიქრებს – რაა??? მადლობა პასუხებისთვის!”
კომენტარები