ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას არ აქვს უკრაინაში მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი, რადგან მისმა არიამ ვერ მიაღწია დასახულ სამხედრო მიზნებს. .
“რუსეთს არ სურს დაჯდეს და გამართოს მოლაპარაკებები: რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია. მას სურს მოლდოვას საზღვართან სანაპიროს დაკავება და უკრაინის ზღვიდან იზოლირება. მას ენდომება მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ, როდესაც ძლიერი პოზიცია გარანტირებული ექნება“, -განაცხადა ბორელმა.
Reuters-ის ცნობით, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, არის უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის უნარი“, -განაცხადა ბორელმა
კომენტარები