მაიმუნის ყვავილს პანდემიამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება, თუმცა საქართველო ჯერჯერობით მწვანე ქვეყნების სიაშია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დღეს განაცხადა, რომ პრევენციული ზომები ტარდება და პანიკის საფუძველი არ არის:
ზოგადად, მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკები უფრო დაბალია, ვიდრე ეს არის რესპირაციული ინფექციების შემთხვევები , როგორიც იყო კოვიდი. მას გავრცელების სხვა გზები ახასიათებს, კონტაქტის სჭირდება მჭიდრო იმისთვის, რომ გავრცელდეს. გავრცელების ტემპი არის ზოგადად დაბალი. სიტუაცია არის რამდენადმე უჩვეულო და სწორედ ამან გამოიწვია ჯანმოს მიერ განგაშის გამოცხადება. მთავარი არის ის, რომ კოორდინაცია გაძლიერდეს უწყებებებს შორის. დიაგნოსტიკური შესაძლებლობები არის და არ გამოგვეპაროს უჩვეულო გამონაყარი, რომ დიაგნოზი დაისვას დროულად და პაციენტის მკურნალობა მოხდეს ჰოსპიტლის პირობებში.
ამავდროულად კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმსჯელა და მაიმუნის ყვავილის გავრცელება გამოცხადდა შეშფოთების გამომწვევ საგანგებო სიტუაციად. ამ გადაწყვეტილების წინაპირობები ნამდვილად არსებობდა. მაიმუნის ყვავილი განსაკუთრებული სიმპტომატიკით გამოირჩევა და ვრცელდება. ის არ არის ახალი, თუმცა ახლა უკვე მსოფლიოს ისეთ წერტილებშიცაა დაფიქსირებული, სადაც აქამდე არ ვრცელდებოდა. მაიმუნის ყვავილთან გამკლავება ჰარმონიზებულ მუშაობას ითხოვს მთელი მსოფლიოს მიერ . ჯერჯერობით საქართველოშ მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და პრევენციული ზომების გატარება . ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ სწავლებები და დავეხმაროთ საქართველოს ამ დაავადებასთან გამკლავებაში, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ.
კომენტარები