დღეს მაღაზიებმა მომხმარებლებს სიგარეტზე გაძვირებული ფასი დაახვედრეს.
როგორც “ალიას” მაღაზიებში უთხრეს, ყოველ სიგარეტზე ფასმა მოიმატა და ეს ფასნამატი შეადგენს 20 თეთრს.
– რეალიზაცია გაძნელდა და მაგიტომ?
-არა, გვითხრეს ხომ ხედავთ დოლარი სად წავიდაო…
სად წავიდა დოლარი მაგას ვერ ვიტყვით, ცუდი სიტყვაა ეგ.
საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველაზე მეტად ფასები უნდა კონტროლდებოდა – ნამდვილად ის სიგარეტი იყიდება ფასნამატით, რომელიც დოლარის კურსის ზრდის შემდეგ შემოიტანეს? თუ ძველი ფასით ნაყიდი პროდუქტი იყიდება ახალი კურსით? – ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინოს.
იტალიაში მაღაზია, დისტრიბუცია და სააფთიაქო ქსელი, რომელიც ვერ წარმოადგენს საბუთს, რის მიხედვით უმატებს ფასს – ჯარიმდება და საკმაოდ მაღალია ჯარიმა! იმედია, საქართველოს ხელისუფლებაც ასე მოიქცევა.
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში ჩამჯდარი მწეველი ადამიანებისთვის – ყავა და სიგარეტი – თითქმის პირველადი მოხმარების საგანია.
ალია
კომენტარები