უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რუსეთი სისხლის სამართლის საქმეებს აწარმოებს. ოკუპანტებმა გამოძიება შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის მუხლით დაიწყეს.
საუბარია 24 მოქალაქეზე, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინაღმდეგ ომში ეხმარებოდა. მათ შორის მამუკა მამულაშვილი, ლევან ფიფია, ბექა ბასილაია და ლაშა რუხაიაც არიან.
სიაში ძირითადად ქართულ ლეგიონში ჩარიცხული მოხალისეები არიან. ქართველ ჯარისკაცებს და მოხალისეებს კრემლი დაქირავებულ მებრძოლებად მოიხსენიებს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლევან ფიფია ამბობს, რომ რუსეთი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს, თუმცა მას ეს არ გამოუვა.
“ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია იქ, სადაც ვდგავართ და საქმეს აღძრავენ თუ არ აღძრავენ, ეს საერთოდ არ გვადარდებს ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არც მათი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს უბრალოდ თვითონ , ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ მოახდინოს ბიჭების მიმართ იმიტომ, მაგრამ იმდენს ვერ თვლიან, რომ შეგნებულ მორჩილად ვართ იქ წასულები და ყველას სათითაოდ გათავისუბული გვაქვს ის, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა და ეს წინააღმდეგობები უნდა დაგვეძლია, – ამბობს ფიფია.
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამ ფაქტზე:
“ეს უკვე მე-8 საქმე სისხლის სამართლის, რომელიც აღიძრა ქართული ლეგიონის წევრების და ჩემს წინააღმედგ. დავაბრალოთ იმას, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ქართული ლეგიონი. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ ვართ დანაყოფი, რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა 24 თებერვლიდან რუსეთსი შეიარაღებულ ძალებს. აქედან გამომიდნარე, ვიწვევთ რუსეთის ინეტერესს და ცდილობენ დისკრედიტაციას სხვადასხვა ვიდეობით, ცდილობენ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას.”
კომენტარები