BBC მასკის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ტექსტზე დაყრდნობით წერს, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი Google-ის თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის მეუღლესთან, ნიკოლ შანაჰანთან რომანს უარყოფს.
მასკმა ამ განცხადებით Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, Google-ის თანადამფუძნებლის ცოლთან რომანტიკული ურთიერთობის გამო, მან და სერგეი ბრინმა მეგობრობა შეწყვიტეს.
„მე და სერგეი მეგობრები ვართ. გასულ ღამეს ერთად ვიყავით წვეულებაზე. სამი წლის განმავლობაში, ნიკოლი მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი. ორივეჯერ, ბევრი სხვა ადამიანის გარემოცვაში. არაფერი რომანტიკული“, – დაწერა მასკმა.
( მთავარი ფოტო ტვ. იმედი)
კომენტარები