ჟურნალისტი შორენა მირცხულავა წერს, რომ სწორედ დაკავებამდე ერთი დღით ადრე მოიკითხა სოსო გოგაშვილი:
“არ მინდა იმ რიგში ჩავდგე, ქვებს რომ ესვრიან მათი გუნდიდან წასულ და ამჟამად პატიმარ ადამიანს, მანამდე კი ფიანდაზად ეგებოდნენ.
ამიტომაც მოვიკითხე, სწორედ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სოსო გოგაშვილი. გაოგნებული ვიყავი ნინო ჯღარკავას და კიდე ბევრის, სოსოს მიერ ცხოვრებააწყობილის ტრანსფორმაციით. და რა ხდება ეხლა, აფრიალებს მედია და სოსოს ყოფილი ფანები, სოსოს დატოვებულ არაფრისმთქმელ ფაქტებს, არადა რამდენი უფრო “ღირებული” ინფორმაცია გაივლიდა მის ხელში. არ მიაქცია ალბათ ყურადღება. არჩევნებს რაც შეეხება, ვინ რამდენი მილიონი ჩაიჯიბა “ქართული ოცნების” საარჩევნო სალაროდან, კონკრეტულად რომ ასახელებდეს თავის თანაგუნდელ-თანებრძოლებს ეგ უფრო საინტერესო იქნებოდა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილიდან არ იწყება “ქართული ოცნების” არჩევნების ჩატარების ისტორიები. გამოდის რომ მე ბევრად უფრო საინტერესო და ღირებული ინფორმაციები მაქვს არქივში. ნაცები უფრო “კარგად” აყალბებდნენ არჩევნებს, იმ 9 და ამ 9 წლებში. უფრო კვალიფიციურად და პროფესიონალურად, რომლის შემსრულებლებიც მიუხედავად, იმისა, რომ 2012_2013 წლებში გადაიპორტირეს ქართულ ოცნებაში და მაღალი თანამდებობები უბოძეს, მაინც ეხმარებოდნენ აქტიურად.
წლების მანძილზე ვწერდი ბესელიას ელიტურ კორუფციაზე და ნეპოტიზმზე, სხვებიც მიმიყოლებია ზედ, ამიტომაც არ მაქვს საჯარო სამსახური, არც ერთი ბინა, არც ერთი ავტომანქანა და არც ერთი ლარი! ამიტომაც მიპირებდა ბესელია დაჭერას და მებრძოდა ყალბი მტკიცებულებებით, ცრუ მოწმეებით. 3 წელი მომიწია სასამართლოებში მასთან ბრძოლა და მოვუგე, გავმართლდი აბსოლიტურად ყველაფერში. მე იმ დროს თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანი მედგა გვერდით, დავრჩი მარტო მონსტრ ეკასთან ბრძოლაში, სოსომაც იცოდა ეს და ბევრმა სხვამ “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი მომკითხავი, სხვა არავინ!!! ვინ გაბედავდა მაშინ ბესელიას დინების საწინააღმდეგოდ გაცურვას!!!”
კომენტარები