ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეზე:
,,წინასწარ ვამბობ, არ ვღადაობ, მთელი სერიოზულობით ვამბობ. არც ისე მინდა აღიქვას ვინმემ, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს აგდებით ვეკიდები ან რამენაირ სტიგმატიზაციას ვახდენ. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ვცდებით, როცა კობახიძის პრობლემას პოლიტიკურ სიბრტყეში განვიხილავთ. ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხია ხალხო ამ კაცის ამბავი. მართლა. პატრონი და გულშემატკივარი არავინ ყავს ეტყობა, რომ მიხედოს და უმკურნალოს, ივანიშვილი ამ კაცის პრობლემის ექსპლუატაციას ეწევა და რაში აწყობს მაგის მკურნალობა. ერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მედიას და საზოგადოებას, უბრალოდ გავანებოთ თავი, აღარ მივუშვიროთ მიკროფონები, ნუღარ მოვაქცევთ ყურადღების ფოკუსში, თორემ უმწვავდება მდგომარეობა, ვერ ხედავთ? ცოდოა, მართლა.“
კომენტარები