“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის მორიგ აგრესიულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
გუშინ წყობიდან გამოსული კობახიძე, როგორც ჩანს, აგრძელებს დღეს სიძულვილის ენით საუბარს და ისევ ზიზღის ენას აფრქვევს. ნაცვლად იმისა, რომ დღეს მაგალითად ბოდიში მოეხადა მას, პირიქით კიდევ ერთხელ თავს დამესხა მე და ასევე მის განცხადებაში ვნახეთ ჩვენ, რომ კიდევ ერთხელ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმიტომ რომ ისინი მუდმივად თავს ესხმიან და ასეთ რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკული არხის წარმომადგენლებთა.
„კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა“ – ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე
კომენტარები