NCDC საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს საგანგაშო ინფორმაციას:
– დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი.
როგორც NCDC წერს, ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს ზრდის.
„არა, ელექტრონული სიგარეტი არ გეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში!
კი, ელ. სიგარეტი ისეთივე მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი!
ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად :
ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს;
ელ. სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში;
ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი;
გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უთხარი არა თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები