ამერიკის საელჩო საქართველოში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შეხვდა მომავლის ლიდერების გაცვლითი პროგრამის (FLEX) მონაწილე უფროსი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. ელჩმა დეგნანმა მოუწოდა სტუდენტებს მომავალშიც იყვნენ აქტიურები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამა, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს ადმინისტრირებას – ACTR/ACCELS (American Councils) საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მოსწავლეებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: https://go.usa.gov/xSnJ7
კომენტარები