სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს სასწრაფო ინფორმაციას იმაზე, რომ ,,ემბიშენ ჯუნიორის” მიერ შემოტანილ საბავშვო კერამიკულ ჭურჭელში, რომლის რელიზაციაც სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელ ,,დომინოში” ხდებოდა, ტყვიაა აღმოჩენილი.
საშიში ნივთიერების შესახებ შეტყობინება ,,დომინოს” ადმინისტრაციამ პოლონეთიდან მიიღო. ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს დადასტურდა, რომ ჩინური წარმოების ჭურჭელში ტყვის შემცველობა მაქსიმუმ ზღვარს აღწევს და ის სიცოცხლისთვის საშიშია.
ჰიპემარკეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სიცოცხლსითვის საშიში საბავშვო ჭურჭელი რეალიზაციიდან უკვე ამოიღო.
საქართველსო პედიატრთა კავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს, თუკი მათ ბავშვებს შემხებლობა ჰქონდათ აღნიშნული ფირმის კერამიკულ ჭურჭელთან, ისინი დაუყონებლივ გამოკვლევებზე წაიყვანონ.
კომენტარები