ფეისბუქმომხმარებელი – ლაშა სალამაშვილი საკუთარ გვერდზე სევდიან ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც მეტროში მგზავრობისას შეესწრო:
“დღეს მეტროთი მგავრობისას ვაგონში ერთი ახლაგაზრდა ქალი შემოვიდა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ადგილი დავუთმე. დასხდნენ. ჩვეულებრივად გამოიყურებიდნენ, – ნორმალურად. შემთხვევით ერთ-ერთ ბავშვს გავხედე და დავინახე ცრემლიანი სახით მიყურებდა, თან ცალი ხელით ფეხზე მდგარ დედამისს ქაჩავდა და ხმამაღლა რაღაცაზე ტიროდა.
ყურსასმენი მეკეთა, მუსიკას ჩავუწიე. პურს სთხოვდა, შიოდა. მის გვერდით ასევე მცირეწლოვანი ძმა ეჯდა, ყურებზე ხელს იფარებდა და ისიც ტიროდა, ჩუმად. დედა ზემოდან უყურებდა, უხერხულობისგან თავი მკლავზე ჰქონდა ჩამოყრდნობილი და ცალ ხელს შვილს პირზე აფარებდა რომ გარშემომყოფები არ შეეწუხებინა.
ასეთი ხელმოცარულობის შეგრძნება არასოდეს მიგრძვნია, უსუსრობის. გულის წყვეტის, ბრაზის – ყელში რო გეჩხირება. რომ არ იცი რით დაეხმარო, ან როგორ გაამხნევო. ყველაფერი რო ფასს კარგავს, რამდენი ლარიც არ უნდა გედოს იმ მომენტაში, როცა იცი რომ აზრი არ აქვს რას იყიდი ან რას შეჭამ იმ ფულით იმ ყველაფრის მერე რაც ნახე.გარშემო ყველას ცრემლიანი ჰქონდა თვალები.
სანამ ჩავიდოდნენ ყველამ შეძლებისდაგვარად იმდენი ხურდა მოიჩრიკა ჯიბეში რამდენიც შეეძლოთ. ამ ქალის მიზანი მოწყალების მიღება არ ყოფილა – დახმარებამაც კი დიდი უხერხულობა შეუქმნა და კიდევ უფრო აუცრემლიანდა თვალები.
რამდენიმე სადგურის მოგივიანებით ჩავიდნენ, მაგრამ ის სევდა, ბრაზი, ხელმოცარულობის განცდა ისევ მეტროში დარჩა.
ვიცი რომ ეკონომიკურად ძლიერ და დალხენილ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ, რავი არც ვკცი რა უნდა ვთქვა – ამ სურათის ნახვა, ეს ხმა, ეს სახეები…
ბავშვები შიმშილის გამო არ უნდა ტიროდნენ, არასოდეს.”
კომენტარები