ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
საღამოს, სასწაულად ბედნიერი ამბები ?????????
ორ დღეში, ხალხის მიერ მოხდენილი დიდი ამბავი ❤️
ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება ❤️❤️❤️ არ გადაიხდის გადასახადებს ერთი წელი, ექნება საკვები და ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება ❤️❤️❤️ სამსახურზე რამდენიმე შემოთავაზება აქვს და მისთვის საუკეთესოს ავარჩევთ ❤️ ახალგაზრდა ქალია, დაუზარელი და ყველაფერი გამოუვა ❤️❤️❤️
რანაირი ბედნიერია არ იცით ❤️
ყველაზე მთავარია, რომ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ადამიანების იმედი და მზადაა თვითონაც დაეხმაროს სხვებს ❤️❤️
ჩვენც გვერდით ვეყოლებით, სანამ დავჭირდებით და ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ❤️
ერთ დღესაც გათენდება და ყველას ექნება ამ ქვეყანაში სამსახური და სახლი. სასაფლაოზე და ქუჩაში აღარავინ დაიძინებს.
ძლიერი, გულთბილი და დიდი ხალხის ქვეყანა ვიქნებით და ყველაფერი გაანათებს ❤️❤️❤️
მილიონი მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ამდენ ხალხს ეხმარებით და ბედნიერებას თესავთ ❤️❤️❤️
გკოცნით და მიყვარხართ ❤️
#სიკეთეგადამდებია
❤️❤️❤️
“ღამით საფლავზე ძინავს… გაგვივრცელეთ ეს ამბავი” – აკა სინჯიკაშვილი
კომენტარები