“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა დღეს ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს.
სოზარ სუბარის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდე იმისთვის, რომ “ომის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული”. ის ისევ ამბობს, რომ საზოგადოებას მეტი სიმართლე უნდა მიაწოდონ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გავრცელებული წერილის შემდეგ მიიღეს.
დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ ოლიგარქის გუშინდელმა წერილმა “ყველაფერს ფარდა ახადა”. “საფრთხეები არის რეალური და საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება”
შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” 28 ივნისს დატოვეს, შემდეგ კიდევ რამდენიმე დეპუტატმა, დღეს მათ რიცხვს შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც.
კომენტარები