ტელეგრამ არხის DNAbkhazia-ს ინფორმაციით, წუხელ 27 ივლისს სოხუმში, მომხდარი სროლის შედეგად, , ავტომობილში მოკლეს მასიკ ხმაილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მასიკ ხმაილი, რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი პარტნიორის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთაგანია. მას 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. თუმცა, 2019 წლის 2 თებერვალს, ხმაილს სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი გადაუვადეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე დიაგნოზის გამო.
სასამართლომ მასიკ ხმაილი დამნაშავედ ცნო იარაღის გამოყენებით ორი პირის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობაში. მას ბრალად ედობოდა ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი კლემანტოვიჩი, რომელიც ჯართის გადამამუშავებელ კომპანია EL Petroleum-Abkhazia-ს ხელმძღვანელობდა, თავის პარტნიორთან ოქსანა სკარედნოვასთან ერთად 2012 წლის სექტემბერში ოკუპირებული აფხაზეთში ჩასვლიდან მალევე გაუჩინარდა. რუსი ბიზნესმენისა და მისი პარტნიორის ცხედრებს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 14 ოქტომბერს, მიაგნეს , ერთ-ერთი მიტოვებული სოფლის ჭაში.
კომენტარები