საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
აშშ-ს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებისა და განვითარებული მოვლენების გამო…
თუ სახელმწიფო დეპარტამენტიც მიიღებს რეზოლუციას, რუსეთი მეხუთე ქვეყანა გახდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში.
ამჟამად ტერორიზმის სპონსორთა სიაშია შემდეგი ქვეყნები: ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და კუბა.
რას ნიშნავს “ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო”-ს სტატუსი?
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო არის ტერმინი, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იყენებს იმ ქვეყნების აღსანიშნავად, რომლებიც არაერთხელ უჭერდნენ მხარს საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს, თუ ქვეყანა მიიღებს ასეთ სტატუსს, მას ელოდება სანქციების ოთხი ძირითადი კატეგორია:
აშშ-ის ფინანსური დახმარების, სავაჭრო და ეკონომიკური თამაშრომლობის სრულიად აკრძალვა;
შეარაღების რეალიზაციის(გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე) აკრძალვა;
დამატებითი ღონისძიებები ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის კონტროლისთვის რათა მან არ მიიღოს ტექნოლოგიები შეარაღების წარმოებისათვის;
არავითარი შეღავათები და რიგი ფინანსური შეზღუდვები + ქონების და აქტივების გაყინვა, როგორც რუსეთის მოქალაქეებისათვის ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქვეყნის პირისათვის, რომელიც შემჩნეულია ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის ხელისუფლებასთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში…
ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიიცის დეპარტამენტმა დაიწყო აქტიური მოკვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაუელებების შესასწავლად,
გამოძიების ხელმძღვანელი იქნება ელი როზენბაუმი, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ნაცისტურ მესამე რაიხში ომის დამნაშავეების გამოძიებასა და დევნაში გაატარა. ახლა ის კოორდინაციას გაუწევს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებას რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უკრაინაში.
კომენტარები