სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის თავმჯდომარე, გიორგი ყუფარაძე:
“ორშაბათიდან მოყოლებული, ყოველდღე ყველაფერზე ფასები იზრდება, ბიძინას კარფურშიც კი იმატებს ყველაფერზე… (დროზე დაუბრუნოს იმ ბანკმა ფული თორე ჩვენ მოგვდგა აქ).
ამ დროს ეს პრემიერწოდებული გამოდის და გვეუბნება, ეკონომიკა ისე დუღსო, რომ ჩვენი კოლეგები გაოცებას ვერ მალავენო… ჯერ ვის გულისხმობს მეგობრებში, ეგ კიდე მეორე საკითხია, ევროპას, აშშ–ს და ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდნენ მისი “ტროიკები” და “კვარტეტები”. ალბათ სანქცირებულ და ჭაობისკენ მიმავალ ქვეყნებს გულისხმობს.
მოკლედ, ამათ სანამ ამ ყველაფერს გავუტარებთ, მანამდე მოგვიწევს მაღაზიის თაროდან აღებული პროდუქციის უკან დადება და სალაროსთან სირცხვილის ჭამა, შემდეგ გარეთ გამოსულებს კი იმის საშუალების არ ქონა, რომ იქვე მდგომ მშიერ ადამიანს რომელიც ნაგვის ურნაში იქექება, ერთი ლარიც ვერ ვაჩუქოთ.
P.S. დღეს მოვხვდი ეგეთ სიტუაციაში და ამიტომ დავწერე ეს თორე, ქვეყანაში კიდევ მილიონი პრობლემა როა ამ იდიოტების გამო კი ვიცით ყველამ.”
კომენტარები