ლევან ყურაშვილი:
“გადავდოთ დროებით დღევანდელი ტრაგედიის მიზეზები და უბრალოდ კითხვა დავსვათ:
რატომ არ გვყავს სპეციალიზებული სამაშველო თანამედროვე ვერტმფრენები?
პოლიტიკური მოტივებით რატომ თქვეს უარი სუპერ პუმებზე?
ხანძრების დროს რატომ ვქირაობთ ბელარუს პილოტს მისი ვერტმფრენიანად?
რატომ გარბიან ჩვენი პილოტები სადღაც აფრიკაში, კერძო კომპანიებში სამუშაოდ?
როდემდე უნდა ვიფრინოთ მი-8-ებით, სანამ ყველას ბოლომდე რესურსი არ ამოეწურება და ჯართად დაჭრა არ მოგვიწევს?
მერე რას ვაპირებთ, ვინმე ხევში რომ ჩავარდეს, თურქეთს ვთხოვოთ, არიქა თქვენი ჭირიმეთ, იქნება ვერტმფრენი გვათხოვოთ, კაცი ამოგვაყვანინოთო?
ამდენი წლის განმავლობაში 50-100 მილიონი არ მოიძებნა ბიუჯეტში, მინიმალურ დონეზე მაინც რომ დაგვეკომპლექტებინა ვერტმფრენების პარკი?!
ათასი მუქთამჭამელი სიპის შესანახი ფული ხომ გვაქვს?
300 000 საჯარო მოხელის შესანახი ფული ხომ გვაქვს?
ტოიოტა პრადოების ფულიც არ გვიჭირს, ხომ?
პირველ არხს ძველი შენობა რომ არ მოსწონს, ახლის ასაშენებელი 50 მილიონი ხომ გვაქვს?!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა და როდემდე უნდა ვეძებდეთ სხვაგან პრობლემას?
პარაპლანისტების ლიცენზირება დაგვიცავს მომავალში მსგავსი ტრაგედიებიდან?!”
კომენტარები