ფოტო – მთავარი არხი
“დუმილისა და ღალატის 10 დღე”, “ბიჭვინთა თქვენც უნდა გტკიოდეთ” – მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის ფაქტზე მთავრობის დუმილი გააპროტესტეს. აქციას კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს.
საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. დღეს სვანეთში მყოფმა პრემიერმა, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ ამ თემაზე “ზედმეტი აჟიოტაჟი” საჭირო არაა.
ცნობისთვის, საუბარია 186 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარზე, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტმა კრემლს 49-წლიანი იჯარით გადასცა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.
სპეციალურად პრემიერისთვის! – რა განსხვავებაა ოკუპაციასა და ანექსიას შორის?
კომენტარები