შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მედიასთან დღეს მომხდარ ტრაგედიაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“რაც შეეხება პარაპლანის ფრენებს, დიდი პრობლემაა, არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო სამუშაოები, ვეტმფრენის ჩართვა, არის გარდაცვალების ფაქტები, ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული… არ ვიცი ახლა აქ რატომ ხდება ასე ხშირად, ხშირად ხდება ჩამოვარდნა პარაპლანების, არ ვიცი, ესეთი… ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა და ასე ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით უნდა გაჩერდეს ეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან. ” (სტილი დაცულია)
კომენტარები