ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
უკვე დადასტურებულია, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი –
ეკიპაჟის 4 წევრი,
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
ასევე, დაღუპულია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით გაფრინდა და ვისაც სამაშველო ვერტმფრენი ეძებდა.
დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი – ის კლინიკაში გადაიყვანეს.
30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, 35 წლის სტაჟის მქონე პილოტი, პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ლორია მართავდა.
კომენტარები