გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე ტვ პირველთან პირველ კომენტარს აკეთებს:
“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა.“
კომენტარები