ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გადაცემა “ფარული კამერის” გადაღების ერთ –ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც მას აწგარდაცვლილ მომღერალ ჯბა ბოჟგუას ფარულად ჩაწერაში, სღეს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ონაშვილი მიეხმარა, აი რას წერს ის :
“ფ ა რ უ ლ კამერას ვიღებდი ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში … ჯაბა ბ ო ჯ გ უ ა იყო გასაშაყირებელი ობიექტი, ხოლო ჩვენი მოკავშირე მამუკა ო ნ ა შ ვ ი ლ ი… სტუდია ნახევარსარდაფში იყო და უჰაერო სივრცეში ვმუშაობდით… “მოიტყუა” მამუკამ ჯაბა, ოპერატორებმა დამალული კამერები შეუმჩნევლად ჩართეს და … ჯაბას ოფლმა დაასხა, სუნთქვა გაუჭირდა, გაფითრდა… უ ჟ ა ნ გ ბ ა დ ო ბ ა შ ი ასე ემართებოდა თურმე… მოგვიანებით, როცა ც ი ხ ე შ ი ჩასვა იმ ნ ა გ ა ვ მ ა, რომელიც ახლა თავად აგდია იქ და “დეპრესია” აქვს, სულ ეს მახსენდებოდა და მეცოდებოდა ჯაბა… მამუკამ ხელში აყვანილი ამოიყვანა ნახევარსარდაფიდან ჰაერზე, მარაოს მსგავსი რაღაცეები უნიავა, რაც ხელში მოყვა… ცივი წყალი უყიდა, დაალევინა, თავზე დაასხა, აზრზე მოიყვანა… მე არ ვჩანდი, რა თქმა უნდა, დამალული ვიყავი… დავაძახებინე ასისტენტს მამუკასთვის, მოვიდა ჩემს სამალავში, შ ე ვ წ ყ ვ ი ტ ო თ მეთქი, გადაღება… არა, ძმაო, კაცი ძლივს აზრზე მოვიყვანე, რა უნდა შევწყვიტოთ, ეს რო არ გავაშაყირო დღეს, ჯავრით ლუკმასაც ვეღარ შევჭამო – ი ც ი ნ ო დ ა… მოსულიერებული ჯაბა ჩაიყვანა ისევ სტუდიაში ძალიან მაგრად შეასრულა, ბოლომდე აშაყირა… კარგი სიუჟეტი გამოვიდა და ბევრიც ვიცინეთ ერთად… ჯაბა დაპირდა – ს ა მ ა გ ი ე რ ო ჩემზეაო… მერე მირეკავდა, მოდი, რამე გავუკეთოთო… ვერ მოასწრო, დაიჭირა ამ მ ა ნ ი ა კ მ ა… დღეს, აგერ, ალბათ, ნახავენ იქ ერთმანეთს, დ ო ი ჯ ა ც იქაა უკვე, ვ ა დ ა ჭ კ ო რ ი ა ც – “ღადავისტები” ვართო – სულ ამბობდნენ… შეიკრიბებიან, იღადავებენ, იციან რომ ვ ი ხ ს ე ნ ე ბ თ და გვენატრება…
კომენტარები